bootstrap template

ნიადაგის ანალიზი

აგროსფერო გთავაზობთ ნიადაგის ანალიზს Yara-ს ანალიტიკურ ლაბორატორიაში. (პოკლინგტონი, დიდი ბრიტანეთი)

რატომ უნდა გამოვიყენოთ ნიადაგის ანალიზი?

1

სასოფლო-სამეურნეო კულტურების სწორი მენეჯმენტისთვის

ნიადაგის ანალიზი გვაძლევს ინფორმაციას მისი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობის შესახებ, რაც აუცილებელია ნიადაგის და სასოფლო-სამეურნეო კულტურების სწორი მენეჯმენტისათვის.

ზუსტი და საიმედო შედეგები ნიადაგის ფიზიკო-ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობის შესახებ სწორი გადაწყვეტილებების საფუძველია მეურნეობის მართვისას.

2

მცენარეთა კვების ზუსტი და რენტაბელური პროგრამის შესადგენად

ნიადაგის ანალიზი საშუალებას გვაძლევს შევადგინოთ და განვახორციელოთ ნიადაგის მართვისა და მცენარეთა კვების ზუსტი, ეფექტური, რენტაბელური და დროში გაწერილი პროგრამები , ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.

რა სახის ანალიზი უნდა ჩატარდეს?

სამუშაოს ძირითად ნაწილს წარმოადგენს ნიმუშების სწორად აღება და Yara-ს ლაბორატორიაში, დიდ ბრიტანეთში, ტრანსპორტირება. ნიმუშის მიღების შემდეგ მნიშვნელოვანია მივიღოთ მაქსიმალურად ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია.

1

საკვები ელემენტების ანალიზი

ანალიზის შედეგად ვიღებთ ინფორმაციას, ნიადაგში არსებული მცენარისთვის ხელმისაწვდომი ელემენტების შესახებ, რის საფუძველზეც უნდა შევიმუშაოთ მცენარეთა კვების პროგრამა. იმისათვის, რომ მივიღოთ დეტალური ინფორმაცია ნიადაგის შემადგენლობის შესახებ, მნიშვნელოვანია ჩატარდეს ფართო სპექტრის ანალიზი (Yara’s Broad Spectrum), რომელიც აგრეთვე მოიცავს მეორეხარისხოვანი საკვები ელემენტების, გოგირდის და მიკროელემენტების ანალიზს, რადგან საბაზისო ანალიზი (P, K, Mg და pH) წარმოადგენს საერთო სურათის მხოლოდ ნაწილს და შესაძლებელია სხვა საკვები ელემენტები და ფაქტორები აღმოჩნდეს მცენარის ზრდა-განვითარების შემაფერხებელი პირობა.

2

ქიმიური და ფიზიკური ანალიზი

მცენარეთა კვების რეჟიმების, ნიადაგის მართვის და საკვები ნივთიერებების გამოყენების სტრატეგიის შედგენამდე, აუცილებელია ნიადაგის ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლების გათვალისწინება, რადგან ნიადაგის არე (pH), კათიონების გაცვლითი ტევადობა (CEC), ორგანული მასა და ნიადაგის სტრუქტურა, გავლენას ახდენს ჩვენს მართვის სტრატეგიაზე.

3

ბიოლოგიური ანალიზი

ნიადაგში მიკროორგანიზმების არსებობა აუცილებელია მისი სიჯანსაღისთვის ჯანსაღი ნიადაგისთვის. ისინი ხელს უწყობენ მცენარეებს საკვები ნივთიერებების შეთვისებაში, მათი მეშვეობით ხდება ჰუმუსის, ორგანული მასისა და ნიადაგის ნაწილაკების გადამუშავება და გარდაქმნა მცენარის საკვებ ელემენტებად, ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ნიადაგის სტრუქტურაზე. ბიოლოგიური ანალიზი, ორგანული მასის ანალიზთან ერთად, იძლევა სრულ სურათს ნიადაგის სიჯანსაღის შესახებ, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს მაღალი მოსავლის პოტენციალზე და მის ხარისხზე.

BS ფართო სპექტრი

  297 ₾  
  • P, K, Ca, Mg, S, B, Cu, Fe, Mn, Mo, Zn, Na

  • კათიონების გაცვლითი ტევადობა (CEC)

  • ნიადაგის არეს განსაზღვრა (pH)

  • კირის საჭიროება (Lime Req.)


  • -



  • -

BSE ექსტრა ფართო სპექტრი

   528 ₾  
  • P, K, Ca, Mg, S, B, Cu, Fe, Mn, Mo, Zn, Na

  • კათიონების გაცვლითი ტევადობა (CEC)

  • ნიადაგის არეს განსაზღვრა (pH)

  • კირის საჭიროება (Lime Req.)

  • ორგანული მასა, სილა %, ლამი %, თიხა %,

  • ნიადაგის სტრუქტურის კლასიფიკაცია

ნიადაგის ნიმუშის აღების ინსტრუქცია

სამუშაოს ძირითად ნაწილს წარმოადგენს ნიმუშების სწორად აღება და ლაბორატორიაში ტრანსპორტირება. 

შედეგების ნიმუში

იხილეთ ნიადაგის ანალიზის შედეგების ნიმუში, სადაც მოცემულია არსებული და რეკომენდებული მონაცემები თანდართული კომენტარებით.

დაგვიკავშირდით

მის:

კახეთის გზატკეცილი 155, თბილისი, 0190

ტელ:

032 2500 900

ელ. ფოსტა:

[email protected]

ცენტრალური ოფისი

კახეთის გზატკეცილი 155,
თბილისი, 0190

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 032 2500 900
ელ.ფოსტა: [email protected]